მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

YouTube-ი იმ ვიდეოებს წაშლის, რომლებიც დაუსაბუთებლად აკავშირებენ 5G-ის კორონავირუსის გავრცელებასთან

5ea7ef2bc7dc1
ნათია თაქთაქიშვილი
28.04.20 12:52
1226
YouTube-ი იმ ვიდეოებს წაშლის, რომლებიც დაუსაბუთებლად აკავშირებენ 5G-ის კორონავირუსის გავრცელებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას  Business Insider-ი ავრცელებს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზან ვოჯესკიმ განაცხადა, Youtube-ის პლატფორმიდან ასევე წაიშლება ყველა ის მასალა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებსა და რეკომენდაციებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

სუზან ვოჯესკი აღნიშნავს, რომ წაიშლება ყველა ვიდეო, რომელიც "მეცნიერულად დაუსაბუთებელია".

”ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, რომელიც კრძალავს მეცნიერულად დაუსაბუთებელ ვიდეორგოლებს, სადაც საუბარია კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებზე ან არასწორ რეკომენდაციებზე, თუ როგორ ავიცილოთ ვირუსი თავიდან. ასეთი ვიდეოები ავტომატურად მოიხსნება პლატფორმიდან“, - თქვა მან.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ YouTube-ი მზად არის უზრუნველყოს სასარგებლო ინფორმაციის დროული და შეუფერხებელი მიწოდება, რომელიც თანხვედრაში იქნება WHO-ს რეკომენდაციებთან.