მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

YouTube-ი ტრამპისთვის ანგარიშის აღდგენას აპირებს

60423c01a3ed4
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.21 23:20
749
ვიდეოპლატფორმა YouTube-ი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის აღდგენას განიხილავს მას შემდეგ, როდესაც მისი მხრიდან ძალადობის წაქეზების რისკები შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

„დონალდ ტრამპის არხი დახურული რჩება, ვინაიდან ძალადობის წაქეზების რისკებს ვხედავთ. შეზღუდვებს მაშინ მოვხსნით, როდესაც დავადგენთ, რომ ძალადობის რისკი შემცირდა“, - განაცხადა YouTube-ის გენერალურმა დირექტორმა სიუზან ვოჯიცკიმ.

სიუზან ვოჯიცკიმ ასევე აღნიშნა, რომ კონგრესის მუშაობის შეზღუდვა, კაპიტოლიუმის დაცვის გაძლიერება და სხვა სიგნალები ცხადყოფს, რომ ძალადობის წაქეზების რისკები ჯერ კიდევ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ YouTube-ის გარდა, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-მაც დაბლოკა.

Twitter-მა ტრამპი 2021 წლის 8 იანვარს დაბლოკა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული შტურმის გამო ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკების შესამცირებლად აუცილებელი იყო ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის სამუდამოდ შეჩერება.