მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Youtube-მა დონალდ ტრამპს ანგარიში დაუბლოკა

5ffe9c657c85e
თათია კაკიაშვილი
13.01.21 11:17
1016
Youtube-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ანგარიში სულ მცირე 1 კვირით დაუბლოკა, თუმცა, შესაძლოა, ვადა გახანგრძლივდეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიზეზი პრეზიდენტის ბოლო ვიდეოა. 

როგორც Youtube-ის ადმინისტრაციამ CNN-ს განუმარტა, დონალდ ტრამპის ანგარიშზე ატვირთული ვიდეო ძალადობის წამახალისებელი იყო, ამიტომ ის სოციალური ქსელიდან წაშალეს. YouTube პრეზიდენტისთვის ანგარიშის დაბლოკვის გადაწყვეტილებას 1 კვირის შემდეგ გადახედავს.

ამასთან, YouTube–მა ვიდეოკონტენტი "თეთრი სახლის" არხიდანაც წაშალა.

YouTube-მა ასევე, განაცხადა, რომ ადმინისტრაცია დამატებით ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ტრამპის არხზე განთავსებული ვიდეოების ქვეშ ყველა კომენტარი გაუქმდეს. 

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიში გაურკვეველი ვადით დაბლოკა, ხოლო Twitter-მა - სამუდამოდ.