მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

YouTube-მა რუსეთის პარლამენტის არხი „დუმა TV” დაბლოკა

6251774feb4f4
სალომე ჭიპაშვილი
09.04.22 16:17
772
YouTube-მა რუსეთის პარლამენტის არხი „დუმა TV” საიტის გამოყენების პირობების დარღვევის გამო დაბლოკა. მთლიანობაში არხს 145 ათასი გამომწერი ჰყავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკვე დაიწყო YouTube-ის მიმართ მუქარა.

„როგორც ჩანს, YouTube-მა ხელი მოაწერა საკუთარ განაჩენს. შეინახეთ შინაარსი, გადაიტანეთ რუსულ პლატფორმებზე და იჩქარეთ, რადგან YouTube მალე ქვეყნის მასშტაბით გაითიშება“- წერს ზახაროვა.

მანამდე YouTube-მა რუსული საინფორმაციო ქსელის Russia Today-ს კუთვნილი რამდენიმე არხიც წაშალა. თებერვლის ბოლოს აღნიშნული საინფორმაციოს ლიდერი მარგარიტა სიმონიანი და აგრეთვე ვლადიმერ სოლოვიოვი, რუსეთის მიერ ტერორისტული სუბიექტების "DPR" და "LPR" დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ევროკავშირის სანქციებს დაექვემდებარნენ.