15.სექტემბერი .2020 18:00

YouTube-მა TikTok-ის მსგავსი აპლიკაცია YouTube Shorts-ი შექმნა

views 281
უკან

YouTube-მა TikTok-ის მსგავსი აპლიკაცია YouTube Shorts-ი შექმნა, რომლითაც მოკლე ვიდეოების გადაღება და დამუშავება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია YouTube-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

Shorts-ის მეშვეობით მომხმარებელი 15-წამიანი ვიდეოების გადაღებას, მისთვის სიჩქარის შეცვლას და მუსიკალურად გაფორმებას შეძლებს.

სერვისის ტესტირება უახლოეს დღეებში დაიწყება. ამ ეტაპზე Shorts-ით სარგებლობას მხოლოდ ინდოეთში, Android-ების მფლობელები შეძლებენ. საქმე იმაშია, რომ მომხმარებლების რაოდენობით ინდოეთი TikTok-ისთვის ყველაზე დიდი 120-მილიონიანი ბაზარია. ივნისში კი, ინდოეთში TikTok-ი და კიდევ 50-ზე მეტი ჩინური აპლიკაცია დაბლოკეს.

YouTube-ის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ  TikTok-ის აკრძალვის ფონზე ინდოეთის ბაზარზე დამკვიდრებას იოლად შეძლებენ, ხოლო მომავალში ეს ფუნქცია სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ YouTube-ს ყოველთვე 2 მილირდზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და პლატფორმა მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც YouTube-ში აცხადებენ, კომპანიას მობილური აპლიკაციის ფორმითაც სურს დამკვიდრება, რაც მოყვარულებს სახალისო მოკლე ვიდეოების შექმნის შესძლებლობას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა TikTok-ს აშშ-ში ყველა აქტივის გასაყიდად ვადა 15 სექტემბრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისის ბლოკირებით იმუქრებოდა. 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა კომპანია Oracle-თან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.