მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Youtube-ზე დაიბლოკება ვიდეოები, სადაც Covid-19-ის არარსებობაზე ან მისი 5G-ით გავრცელებაზეა საუბარი

5ec8070907289
ნათია თაქთაქიშვილი
22.05.20 22:10
5660
ვიდეოპლატფორმა Youtube-ის მფლობელმა კოროპორაცია Google-მა გამოაქვეყნა ის თემები, რომელთა შემცველი ვიდეორგოლების Youtube-ზე განთავსება აკრძალული იქნება. მათ შორისაა COVID-19-ის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და შეთქმულების თეორია.

ამიერიდან Youtube-ზე ვეღარ განთავსდება ვიდეო, სადაც საუბარია, რომ კორონავირუსი არ არსებობს ან ის 5G ქსელით ვრცელდება.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ასევე აკრძალული იქნება ისეთი ვიდეოს განთავსება, სადაც საუბარია კორონავირუსის ე.წ სახალხო მეთოდებით მკურნალობაზე. ასევე ვირუსის შესახებ ისეთი ცრუ ცნობების შემცველი მასალის გამოქვეყნება, როგორიცაა ყალბი ინფორმაცია, რომ „ვირუსის ვაქცინა ან წამალი უკვე არსებობს“.

Google-ის ახალი წესებით, აკრძალული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ქვეყნების ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციების ეჭვქვეშ დაყენება. კერძოდ, საუბარია სოციალური დისტანციის დაცვასა და თვითოზოლაციაზე.

ასევე აკრძალული იქნება მტკიცება, რომ „ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსისგან დაცულია“.

აკრძალული თემების შემცველი ვიდეოები Youtube-ზე წაიშლება. განმეორებით მათი ატვირთვის შემთხვევაში კონკრეტულ მომხმარებლების ანგარიშებს დაბლოკავენ.