მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI

63db728225b95
გიგა ბენია
02.02.23 12:33
817
NDI-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფასების ზრდაზე წუხს. კერძოდ, 77% აცხადებს, რომ ინფლაცია ძალიან აწუხებს, 1%-ს კი არ აწუხებს.

ქვეყანაში ფასების ზრდას, მოსახლეობის 38% საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აბრალებს, 31%-ს კი მიაჩნია, რომ ზრდა სხვა ფაქტორების შედეგია.

ფასების ზრდის პარალელურად, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საკვების შეძენის საშუალება არ აქვს. NDI-ს მონაცემებით, ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. გამოკითხულთა 18% აღნიშნავს, რომ ფული საკვებზე არ ყოფნის, 35%-ს კი მხოლოდ საკვებზე ყოფნის, თუმცა ტანსაცმელზე ვერ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის 74% გასულ წელთან შედარებით, ნაკლებს ხარჯავს ტანსაცმელზე, 34% კი მანქანით ნაკლებად დადის.

უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. ამ აზრს განსაკუთრებით თბილისელები, ახალგაზრდები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები იზიარებენ.

ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობისა და მაღალი ფასების ფონზე, ყოველი მეხუთე გამოკითხული ქვეყნიდან წასვლას ფიქრობს.