მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველ წელს ვზომავთ ჩვენი თანამშრომლების ბედნიერებას“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე

60b48f11559af
თელარა გელანტია
31.05.21 00:10
1347
„ჩვენ ხომ მომსახურების სფერო ვართ, შესაბამისად, თუ თანამშრომელი არაა ბედნიერი და კმაყოფილი, ის სათანადოდ ვერ მოემსახურება მომხმარებელს“, - აცხადებს „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი "Forbes კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თიბისში თანამშრომლების ბედნიერებას ყოველწლიურად ზომავენ.

„როგორ იზომება ბედნიერება? - რამდენად საინტერესო საქმეს აკეთებს თანამშრომელი, რამდენად საინტერესოა მისთვის ის გუნდი, რომელიც მასთან ერთად მუშაობს. ყოველ წელს ვზომავთ ჩვენი თანამშრომლების ბედნიერებას - ვატარებთ კონფიდენციალურ გამოკითხვას. შარშან თიბისიში ბედნიერების ინდექსი 90%-ზე მეტი იყო, მიუხედავად პანდემიისა. ესაა მნიშვნელოვანი, რადგან გამოდის, რომ ადამიანებს უხარიათ მუშაობა და აკეთებენ მათთვის საინტერესო საქმეს. ჩვენ ხომ მომსახურების სფერო ვართ, შესაბამისად, თუ თანამშრომელი არაა ბედნიერი და კმაყოფილი, ის სათანადოდ ვერ მოემსახურება მომხმარებელს“, - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„Forbes კვირასთან“ ვრცელ ინტერვიუში ბანკირმა პანდემიის შედეგად შეცვლილ სამუშაო გარემოსა და წესებზეც ისაუბრა.

„ალბათ ისეთი სამუშაო გარემო როგორც ადრე გვქონდა - ყველა შეხვედრა რომ აუცილებლად ფიზიკური უნდა ყოფილიყო, არ დაბრუნდება. პანდემიამ დაგვანახა, რომ ეს თურმე არაა აუცილებელი. შეიცვალა თანამშრომლების აყვანისას პანდემიამდე არსებული პრინციპიც; რადგან ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ტექნოლოგიური კომპანია, შესაბამისად, გვჭირდება ისეთი სპეციალისტები, რომლებიც ხშირად საქართველოში არაა ანუ გვიწევს უცხოელების დაქირავება და თუ ადრე ყოველთვის ვიხილავდით ამ საკითხს ისე, რომ თუ უცხოელს მოვიწვევთ, მან აქ უნდა ჩამოიყვანოს ოჯახი და ა.შ. რაც ბუნებრივია, ხარჯებს ზრდიდა, დღეს ეს საკითხი მოხსნილია. უკვე ავიყვანეთ რამდენიმე უცხოელი თანამშრომელი, რომელიც დისტანციუარდ მუშაობს თიბისისთვის. ჩვენს თავში დავანგრიეთ ის, რომ არაა აუცილებელი თანაშრომელი დილით სამსახურში ფიზიკურად მოდიოდეს და საღამოს სახლში მიდიოდეს. მაგალითად, თიბისის ერთი თანამშრომელი დღეს მუშაობს სამხრეთ კორეიდან. ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან აგვყავს თანამშრომლები. 5 წელიწადში ალბათ აქამდე ისედაც მივიდოდით, მაგრამ პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა“, - ყვება ვახტანგ ბუცხრიკიძე.