მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველდღიურად „ყვარლის ბაგაში“ 35,000 ლიტრი რძე იწარმოება - ლაშა პაპაშვილი

6055eb43573ef
თელარა გელანტია
21.03.21 00:03
3317
ყოველდღიურად „ყვარლის ბაგაში“ 35,000 ლიტრი რძე იწარმოება.

როგორც bm.ge-ის კომპანია „ყვარლის ბაგას“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, „ყვარლის ბაგა“ „სანტეს“, „სოფლის ნობათს“ და „აგროჰაბს“ ამარაგებს.

მისივე თქმით, 1 ლიტრი ინდუსტრიული რძის საშუალო ფასი 1,5 ლარია.

„ჩვენი ძირითადი მომხმარებელი რძის პროდუქტების მწარმოებელი სამივე უმსხვილესი კომპანიაა, ესენია: „სანტე“, „სოფლის ნობათი“ და „აგროჰაბი“. ყველაზე დიდი მომხმარებელი მაინც „სანტეა“. სამივე კომპანია ჩემი მეგობარი და პარტნიორია, მაგრამ ვეჩხუბები ხოლმე, რადგან დაბალ ფასად უნდათ რძე, ჩვენ კი ვცდილობთ მაღალი ფასი შევინარჩუნოთ“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ცნობისთვის: „ყვარლის ბაგა“ ყვარელში 2013 წელს ამუშავდა და დღემდე 20 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული; 132 სული მსხვილფეხა საქონლით დაწყებული ფერმა დღეს 2000-მდე ჰოლშტეინის ჯიშის ძროხას ითვლის. ე.წ. „ებრაული მოდელის“ ფერმა 100-მდე ადამიანს ასაქმებს.

ლაშა პაპაშვილი „მერძევეთა ეროვნულ გაერთიანებას“ ქმნის