მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ აქვს - NDI

6324347fc7028
ინგა მურუსიძე
16.09.22 12:29
1353
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ წლის განმავლობაში ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.

კითხვაზე, ბოლო 12 თვის შესახებ თუ ვისაუბრებთ, რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად, გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია, 30% კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ უფრო იშვიათად ჰქონია, ვიდრე ყოველთვე და 30% ამბობს, რომ ყოველთვე ან უფრო ხშირად ჰქონია მსგავსი შემთხვევა.

აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.