მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველთვის მოქმედი მთავრობის მხარდამჭერი ვარ... ეს არ გამორიცხავს ოპონირებას - ლაშა პაპაშვილი

6022aa2120fe4
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.21 19:50
1508
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ის როგორც ბიზნესმენი ყოველთვის მოქმედი მთავრობის მომხრე იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ აკრიტიკებდა მათ მოსაზრებებს. ამის შესახებ მან TV „პირველის“ ეთერში თავის ბიზნესზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი ბიზნესის თითქმის ნახევარი ტურიზმის სექტორია, რომელიც, პრაქტიკულად, გაჩერდა და ამის ჩართვა ან გამორთვა  არავის ხელში არ არის, მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამოა ასე. რაც შეეხება დანარჩენ ბიზნესებს, ეს ძლიერი დარტყმა იყო, რა თქმა უნდა, საიდანაც გამოსავალია ისევ ერთიანობა (სახელმწიფოსთან), სწორი პოლიტიკა და ბიზნესთან თანამშრომლობა“, - განაცხადა პაპაშვილმა.

ის განმარტავს, რომ მსხვილ ბიზნესთან პრემიერთან გუშინდელ შეხვედრას არ დასწრებია, რადგან არავის მიუწვევია და აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებით აუცილებლად დაინტერესდება, ვინაიდან თვლის, რომ რთული მდგომაროებიდან გამოსავალი კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთად უნდა მოძებნონ.

„არ ვიცი გუშინ რაზე იყო საუბარი, აუცილებლად მოვისმენ, მაგრამ ერთობლივად შეიძლება გამოსავლის პოვნა ყველა სიტუაციიდან. მე ყოველთვის მოქმედი მთავრობის მომხრე და მხარდამჭერი ვარ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

წამყვანის კითხვაზე - უქმნის თუ არა ბიზნესმენს ასეთი მოკავშირეობა სახელმწიფოსთან უსაფრთხოების გარანტიას, თუ ეს თანამშრომლობის სივრცის შექმნის საშუალებას აძლევს, ლაშა პაპაშვილი პასუხობს: „მსხვილი ბიზნესისთვის სხვანაირად შეუძლებელია, ნებისმიერი მოქალაქის მოვალეობაა, მხარი დაუჭირო ხელისუფლებას, ეს არ გამორიცხავს კრიტიკას, ოპონირებას მათი აზრისა, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ.

დიდი ხნის განმავლობაში წინა მთავრობის მოკავშირეც ვიყავი, მთავარი ბიზნესი სწორედ წინა ხელისუფლების დროს გავაკეთე და 2006-ში „სოსიეტე ჟენერალზე“ გავყიდე ჩემი ბანკი „რესპუბლიკა“. მიშა სააკაშვილის დროს მოხდა ეს და თავადაც ესწრებოდა“, - აღნიშნა „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა.