მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყურძნის მასივებს ადგილობრივი ფეოდალები ზრდიან, გლეხი რჩება ისევ გლეხად - დეპუტატი

60e8526163cba
ინგა მურუსიძე
09.07.21 18:40
1684

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი გიორგი ბოტკოველი სოფლის მეურნეობის მიმართულებით სუბსიდირებას და ყურძნის ფასის შესახებ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს.

დეპუტატმა მაგალითად გასული წლის ყურძნის ფასი მოიყვანა და თქვა, რომ 70 თეთრი ყურძნის ფასი მხოლოდ სახელმწიფო კომპანია „აკურას“ დამსახურებით იყო.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად საუბრობდა, რომ ყურძნის ფასს არ ვადგენთ ჩვენ, ფასს ადგენს ბაზარიო, მაგრამ 2020 წელს ფასს ბაზარი ვერ ადგენდა, იმიტომ, რომ პირველი მიღება ყურძნის დაიწყო აკურამ 70 თეთრად, „აკურამ“ იქირავა ქარხანა ყვარელში, საგარეჯოში, გურჯაანში. „აკურა“ 70 თეთრად ყიდულობდა ყურძენს და კერძო ქარხანა რატომ გადაიხდიდა იმაზე მეტს? ეს იყო პრობლემა გასულ წელს.

ხარისხიან ყურძენს და ღვინოს იქამდე ვერ მივიღებთ, ვიდრე სტაბილური ბაზარი არ იქნება. სამწუხაროდ, ამდენ ხნის შემდეგაც გლეხი ფერმერად ვერ იქცა. დიახ, ვენახების მასივები გაიზარდა, მაგრამ იცით ვინ ზრდის ამ მასივებს? სახელმწიფო დაფინანსებები მიდის ადგილობრივ ფეოდალებზე და ისინი ზრდიან, თორემ გლეხი რჩება ისევ გლეხად“, - განაცხადა ბოტკოველმა.

დეპუტატის თქმით, მუდმივ სუბსიდირებას არ ეთანხმება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის გლეხი, ეს საჭიროა.