„სახელმწიფო ზუსტად ახერხებს იმ რიცხვების დასმას, რაც როგორც მეწარმეების, ასევე გლეხების კმაყოფილებისთვისაა მნიშვნელოვანი“ - ასე აფასებს რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე.
სახელმწიფო პროგრამის დადებით მხარეებზე მან Forbes Talks-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროგრამა კომპანიას საშუალებას აძლებს დაზოგილი თანხები მარკეტინგული საჭიროებების დასაფინანსებლად მიმართოს. გოჩა ჩხაიძე ამბობს, რომ კომპანია როგორც თეთრი ყურძნის, ასევე წითელი ყურძნის ჯიშების სუბსიდირებით სარგენლობს.
„ძალიან დადებითად და სწორად მოქმედებს სახელმწიფო. აბსოლუტურად ზუსტად ახერხებენ იმ რიცხვების დასმას, რაც როგორც მეწარმეებისთვის, ასევე გლეხების კმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში მივიღოთ ნორმალური პროდუქტი, ნორმალურ ფასად.
ჩვენ რთველის სუბსიდირების პროგრამაში რაჭაშიც აქტიურად ჩავერთვებით. „ასკანელი“ ხვანჭკარის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორები გახლავართ. ამ პროგრამიდან გამომდინარე, შევძლებთ მარკეტინგზე უფრო მეტი ბიუჯეტი გამოვყოთ, რომ რაჭის თემაც გადაილახოს. ძალიან რთული იყო იმ საფასო სეგმენტში მუშაობა, რომელსაც გლეხი გვთავაზობდა, რადგან ამ პროდუქტს - ხვანჭკარას თავისი ლიმიტი აქვს. 7 ლარიანი ყურძნის ღვინოს რა ფასი უნდა დაადო? - არ იყიდება. მივიღეთ ის პრობლემა, რომ ხვანჭკარაზე მოთხოვნა ძალიან დაცემულია. ჩვენ წელს სახელმწიფოს გვერდით დავუდგებით და მინიმუმ 300 ტონა, შეიძლება მეტ სახვანჭკარე ყურძენს ჩავიბარებთ.
რაც შეეხება თეთრი ყურძნის სუბსიდირებას, თეთრის მოსავალი საკმაოდ დიდი იყო და სუბსიდირების გარეშე საკმაოდ სხვა ნიშაში გადავიდოდა პროდუქტი და ძაან გაგვიჭირდებოდა მუშაობა. ამ ფასებით იმედი გვაქვს, რომ მეტი ღვინის რეალიზებას მოვახერხებთ“, - განმარტა გოჩა ჩხაიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო