მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყვარლის ედემის“ მენეჯმენტმა მარტში "ოცნებას” 65 000 ლარი შესწირა – TI

5f04c1bc1a4d6
თამთა ჯიჯავაძე
08.07.20 00:27
1321
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ
ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ყვარელში მდებარე სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76,000 ლარი ჰქონდა მიღებული.

"შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს „ქართულ
ოცნებას“ 5,000 ლარი შეწირა. „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-
იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში „ქართულ
ოცნებას“ 100,000 ლარი შესწირეს. „ქართული ოცნებისთვის“ ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა
„ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:
● მიმდინარე წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ
25,000 ლარი შეწირა. 2019 წლის მაისში კი - 60,000 ლარი.
● კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს
„ქართულ ოცნებას” ჯამში 13,000 ლარი შესწირა.
● წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ
ოცნებას” 5,000 ლარი შეწირა.
● წილის კიდევ ერთმა მფლობელმა გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს 17,000 ლარი
შეწირა „ქართულ ოცნებას”. 2019 წლის მარტში 10,000 ლარი აქვს შეწირული", – წერია დოკუმენტში. 

გარდა ამისა, TI წერს, რომ შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული: კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული. შპს „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.