მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა აცხადებს კადრების შემცირების შესახებ, მთავრობა არ აცხადებს" – თემურ ჭყონია

5ed27d9c80608
თამთა ჯიჯავაძე
30.05.20 20:00
2470
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას საჯარო სექტორში კადრების შემცირების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კერძო სექტორში შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, მსგავსი ნაბიჯი სახელმწიფო უწყებებშიც უნდა გადადგმულიყო.

„ყველა აცხადებს კადრების შემცირებაზე, ბიზნესი, კერძო სექტორი, მთავრობა არ აცხადებს, საინტერესოა ხომ? აუცილებელი კი არ არის შეამციროს, მაგრამ ვისაც მართავ, ისინი შემცირდნენ, ვისაც უნდა ელაპარაკო ის შემცირდა და მაშინ მაინც შეამცირე...

ხომ შეიძლება რომ სანამ ბიუჯეტს დაწერ, თქვა რომ კერძო მიმართულებით შემცირდა ვთქვათ 78 000 ადამიანით [დასაქმებულთა რაოდენობა], შესაბამისად სახელმწიფოში იკლებს ამდენით“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

მისივე თქმით, პანდემიის დროს დავინახეთ, რომ მართვა შესაძლებელი ყოფილა დისტანციურადაც. მან ასევე ხაზი გაუსვა ხარჯების ოპტიმიზაციასაც:

„ბევრი გადაცემა იყო ბენზინის ხარჯებზე... მერები, საკრებულოები, მივლინებები... ამის ოპტიმიზაცია ხომ უნდა მოხდეს“.