მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ბაღში მომავალი წლიდან ჰასპის სტანდარტის დანერგვას ვიწყებთ - კახა გვანცელაძე

614c89de81745
ინგა მურუსიძე
23.09.21 14:32
5839
მომავალი წლიდან ყველა ბაღში  ჰასპის სტანდარტის დანერგვას ვიწყებთ, ეს ბაღი სწორედ აღჭურვილია თანამედროვე კვებითი სტანდარტებით, - ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, კახა გვანცელაძემ N104-ე ბაგა-ბაღში განაცხადა, სადაც თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.

„ჰასპის“ სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. ჰასპის სტანდარტის დანერგვის შემთხვევაში მხოლოდ მაღალი ხარისხის მეცხოველეობის თუ სხვა სახის პროდუქტია გამოყენებული.

გვანცელაძის განმარტებით, როგორც აღნიშნულ, ისე სხვა ყველა ბაღში დაცულია კოვიდ-პანდემიის შედეგად დაწესებული რეგულაციები.

ამჟამად, დედაქალაქში 188 ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, მიმდინარეობს 9 ახალი ბაღის მშენებლობა და 2 ავარიული შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია.