ექსკურსიებზე ბავშვთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება, - პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი დღეს საკანონმდებლო ორგანომ მეორე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მომზადებისას გამოყენებულია აშშ-ის გამოცდილება სასკოლო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კუთხით.
როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონი ეხება ყველა გასვლას/ექსკურსიას, რომელსაც ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულება მართავს, მათ შორის ბაღები და სკოლები:
რაც შეეხება თავად პროექტს, ის ასე გამოიყურება:
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს:
ა) ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია, სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი და დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელის, მასწავლებლის, დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირის) ვინაობა, ყველა იმ მუნიციპალიტეტის დასახელება, რომელში გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, და მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან გასული უნდა იყოს 5 წელი მაინც.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს.
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრის გადაყვანა მისი საჭიროების გათვალისწინებით უნდა ხორციელდებოდეს.
8. მგზავრებს უნდა ახლდეს ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მასწავლებელი, დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირი), რომელიც პასუხისმგებელია მათ მიერ უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობისათვის. ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.
9. თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ს აღემატება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლმაქრი და სათანადო შიგთავსით პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა. პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთის შიგთავსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
11. ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.“.
ცვლილებების ინიციატორი ითხოვს, რომ კანონპროექტი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა