ბიზნესმენი თემურ ჭყონია თვლის, რომ ხელისუფლება კი არ უნდა იჯდეს და უსმენდეს მხოლოდ განცხადებებს 2020 წელს ეკონომიკის 6%-იანი ვარდნის შესახებ, არამედ გამოსავალს კოალიციური ინტელექტის საშუალებით უნდა ეძებდეს. აღნიშნულ თემაზე მან “TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.
"არ შეგვიძლია რომ კითხვა დავსვათ - არსებობს თუ არა საქართველოში ისეთი ინტელექტუალური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია 6%-იანი ვარდნის შეჩერება და ეკონომიკის ორნიშნა ზრდა? ხომ შეიძლება ვიკითხოთ და არა ვუსმინოთ იმას, რომ გვაქვს 6%-იანი ვარდნა და კიდევ კაი 10%-იანი არ გვაქვს“, - თქვა ბიზნესმენმა.
ჭყონია მოქმედ პრემიერს მენეჯერულ თვისებებს უწონებს და რჩევას აძლევს.
„პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც აქვს ეს მენეჯერული თვისებები, შეუძლია მოიწვიოს არაჩვეულებრივი ადამიანები გინდაც გიგა (ბედინეიშვილი), რომ შეკრიბოს ამ ადამიანების აზრი. ყველა ერთი პარტიის წევრი ვერ ვიქნებით, მთელი საქართველო არ შეიძლება ერთი პარტიის წევრი იყოს, სხვადასხვა შეხედულება და მიმართულება გვაქვს. მოისმინოს ვაშაძის, ხაზარაძის... უამრავი პარტიული პროგრამები იყო არჩევნების დროს, დაგვარწმუნონ, რომ ეს პროგრამები მცდარია.
როდესაც შენ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას იღებ და შენს თავს ეძახი მმართველს, მართე ბატონო, ოღონდ სწორად მართე. მართე, არავინ გიშლის ხელს, ოღონდ ადამიანები არ უნდა იყვნენ გაჭირვებულები, არ უნდა ეძებდეს სამართალს კულუარულ მისადგომებში. ბიზნესი არ უნდა ლაგდებოდეს ნაცნობობით, გავლენებით უნდა იყოს კანონი, რომელსაც ყველა ექვემდებარება. მე შეიძლება იდეალური სახელმწიფო ჩამოგიყალიბეთ, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია“, - განაცხადა ჭყონიამ.
ბიზნესმენი ბოლო პერიოდში შეზღუდვებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ პროცესში ერთი ადამიანის მიერ წამოყენებულ ეროვნული მნიშვნელობის საკითხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
„საპროტესტო აქციებზე ხშირად საუბრობენ ადამიანების რაოდენობაზე, რაოდენობას კი არა, პრობლემას აქვს მნიშვნელობა, ერთმა ადამიანმა სერიოზული სახელმწიფო პრობლემა რომ დააყენოს, ესეც მნიშვნელოვანია. 100 000 კაცი უნდა გამოვიდეს რომ შეაშინოს ვიღაცა? არ არის საჭირო მეგობრებო. ერთი ადამიანი, რომელიც სწორ პროტესტს გამოხატავს, არ უნდა იყოს განხილული როგორც ოპოზიციონერი. ეს უნდა იყოს განხილული ადამიანად, რომელიც თავის ქვეყანაზე ფიქრობს“, - თქვა თემურ ჭყონიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ