მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ფინანსური მომსახურება ერთ სივრცეში - "ბაზისბანკის“ ჰოლდინგური განვითარების მთავარი მიმართულება

6267c696e4c9f
სალომე ჭიპაშვილი
27.04.22 00:25
921
ყველა სახის ფინანსური მომსახურება ერთ სივრცეში - ეს არის „ბაზისბანკის“ ჰოლდინგური განვითარების გეგმის ახალი და მთავარი მიმართულება, რომლის შესახებაც „ბბ ლიზინგისა“ და „ბბ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა კოტე სულამანიძემ „საქმიან დილაში ისაუბრა.

„ჩვენ გვინდა, ბაზარზე განსხვავებულები ვიყოთ. გვექნება ერთიანი სივრცე, სადაც მომხმარებელს ფინანსურ სერვისებს, ე.წ. ციფრულ სუპერმარკეტს შევთავაზებთ, სადაც შემდგომში არამარტო ფინანსური, არამედ ჩვენი ნებისმიერი პროდუქტი იქნება განთავსებული. ეს ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ უფრო მომხმარებელზე ორიენტირებულები ვიქნებით. არ ვიდგებით ცალკე როგორც ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც უბრალოდ საუბრობს, რომ ჩვენი ტარიფები კარგია. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ჩვენთან იყიდება ყველაფერი ის, რისთვისაც კლიენტი ფინანსურ ინსტიტუტში მიდის", - განაცხადა კოტე სულამანიძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, როგორც ბანკის, ასევე სადაზღვევო მიმართულებით კორპორატიულ სეგმენტზე არიან ორიენტირებულები, თუმცა უახლოეს მომავალში ფიზიკურ სეგმენტზეც იგეგმება გააქტიურება.

„2021 წელს 97%-იანი ზრდა გვქონდა კორპორაციულ სეგმენტზე. ბაზრის ლიდერები ვართ ავიაციის დაზღვევის კუთხით; ამ ბაზრის 55% გვიჭირავს. ასევე ქონების დაზღვევის მიმართულებით, ბიზნეს დაზღვევისა და ტვირთების დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი განაცხადი გვაქვს გაკეთებული. ჩვენი მთლიანი პორტფელის 80% კორპორაციულ მიმართულებაზე მოდის", - აღნიშნა კოტე სულამანიძემ.

აქვე ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, კომპანიამ მაინც შეძლო 2021 წელს მოგებაზე გასვლა. აუდირებულმა მოგებამ 1.373 მლნ ლარი შეადგინა.

„2022 წელს ჩვენი გეგმაა კორპორაციულ სეგმენტთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ვაპირებთ დაზღვევის კუთხით 2 მილიონი ლარის გენერირებას და აგრეთვე, ვგეგმავთ საცალო სეგმენტისთვის ონოვაციური პლატფორმის წარდგენას", - აღნიშნა „ბბ ლიზინგისა“ და „ბბ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა.