მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა გადაწყვეტილება, რაც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

619e164b0ba6f
მარიამ ვარადაშვილი
24.11.21 14:43
7503
დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 1 დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ და ისინი სტუმრების მასპინძლობას 23:00 საათის შემდეგაც შეძლებენ.

საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით,  კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50%-მდე გაიზრდება.

მარტივდება სახმელეთო საზღვრიდან შემოსვლის წესიც. საქართველოში ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდის გადატანის შემდეგ პირს “მწვანე სტატუსი” მუდმივად შეუნარჩუნდება.

„მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად”,-განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.