დღეს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას მეთაურობით მორიგი მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.
ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი შემთხვევებიდან გამომდინარე მთავრობამ თბილისსა და იმერეთში შემზუდავი ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 22:00 საათიდან იზღუდება რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა.
ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარაში კოვიდ-სიტუაციის დასტაბილურების გამო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი გაგრძელდება. კერძოდ, 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. გარდა ამისა, აჭარაში ძალაში რჩება ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროცესი. 22 საათიდან კვლავ შეზღუდულია რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების საქმიანობა.
დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება არ გადაიხედება და აუდიტორიებს სტუდენტები 19 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.
დღესვე, პრემიერმა, გიორგი გახარიამ ოქტომბრის ბოლოდან ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა დაანონსა. გახარიამ თქვა, რომ პირველ ეტაპზე არსებული ფრენების - მიუნხენისა და საფრანგეთის მიმართულებით, სიხშირე გაიზრდება. ნოემბრიდან კი ფრენები აღდგება ევროპის მიმართულებით როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის აეროპორტიდან.
მთავრობის მეთაურმა როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებს მოუწოდა თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ. მოქალაქეებს კი მიმართა, რომ პირბადე გამოიყენონ როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რადგან "დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, არის პატრიოტიზმი".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?