მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა იმ უწყების დატვირთვა გაიზარდა, რომლებიც საზღვრის კვეთის მაჩვენებელს აკონტროლებენ - ხუციშვილი

633190587fc0a
მარიამ ვარადაშვილი
26.09.22 15:52
468

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთთან სახმელეთო საზღვარზე გაზრდილი ნაკადის გამო კონკრეტული უწყებები უფრო დიდი დატვირთვით მუშაობენ.

„ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია, როგორც შემომსვლელთა, ისე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთაზე მუშაობს ძალიან აქტიურად. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, უფრო მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა. საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რა წესებიც არის დადგენილი. ეს ნიშნავს, რომ გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება შესაბამისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამა თუ იმ პირთან მიმართებით. შესაბამისად, ცვლილება არის ის, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა იმ უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია, როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე, ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

დღეს, 26 სექტემბერს, საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმაც გაავრცელა. უწყების ცნობით, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის გამო ყველა საბაჟო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არის გადასული.