მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა კლინიკისთვის, რომელიც სელექტიურ კონტრაქტებში ვერ მოხვდება, ბაზარზე ნიშა გამოჩნდება“ - ტიკარაძე

60325777df85a
ინგა მურუსიძე
21.02.21 18:14
677
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ ყველა იმ კლინიკისთვის, რომელიც ვერ მოხვდება სახელმწიფოს სელექტიურ კონტრაქტირებაში, ანუ ვერ ითანამშრომლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსთან, გამოჩნდება ნიშა ქართული ჯანდაცვის ბაზარზე.

განცხადება მან პარლამენტში, ჯანდაცვის და განათლების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

„რაც შეეხება იმას, რომ გარეთ არ აღმოჩნდნენ კლინიკები, ეს ნამდვილად არ არის ჩვენი გეგმა. პირიქით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ყველა რგოლი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სწორდ დაიგეგმოს სტრატეგია და განისაზღვროს თითოეული ოპერატორის როლი ქვეყანაში. ჩვენ გვქვს ძალიან ბევრი გეგმა როგორც ფისიკური, ისე პალეატიური სფეროს განვითარებისთვის და არა მხოლოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის კლინიკა, რომელიც ვერ მოხვდება გარკვეული სერვისების მიწოდების ნუსხაში, სელექტიურ კონტრაქტებში, მათთვის აუცილებლად გამოჩნდება ნიშა და ადგილი ქართული ჯანდაცვის ბაზარზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სელექტიური კონტრაქტირება გულისხმობს კლინიკების მხრიდან გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებას, რის შემდეგაც კონკრეტულ კლინიკას შეუძლია ჩართული იყოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიაციარებს მოემსახუროს. სელექტიური კონტრაქტირება ზოგიერთ ქალაქში უკვე დაწყებულია.