მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა რეგიონში ვივლი“ - რას გულისხმობს კამპანია „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“

5ef1ff14bc744
თელარა გელანტია
23.06.20 17:10
971
„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას დასრულებულ პროექტებს წარუდგენს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნობა.

კამპანია 18 ივნისს, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ჯანდაცვის მინისტრმა პირადად დააანონსა. დღეს კი, tv “იმედზე“ განმარტა, რას მოიცავს კამპანია.

„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად - ეს პროექტი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა, ხალხთან უფრო ახლოს მივიდეთ და ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო და ის სიკეთეები, რაც შეუძლიათ მიიღონ სამინისტროსგან, მივიტანოთ მათთან. რეალურად მოტივაცია არის ეს. აქედან გამომდინარე, დავგეგმეთ მრავლობითი ღონისძიება... ყველა მოქალაქესთან მივალთ, რომელსაც ესაჭიროება სამინისტროს დახმარება, მე პირადად მივალ; ყველა რეგიონში ვივლი, სადაც დაგეგმილია ღონისძიებები, მაგალითად დაგეგმილია 60 ერთეული სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების მანქანების გადაცემა სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც საჭიროებისამებრ მე დავესწრები; ასევე ძალიან ბევრი ახალი შენობა-ნაგებობაა ჩვენი ექიმებისთვის და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის - ამ ღონისძიებებს დავესწრები. დაგეგმილი გვაქვს ზუგდიდში 360 ჯახისთვის ბინების გადაცემა და ამ ღონისძიებასაც დავესწრები. ჩვენ გვყავს ეკომიგრანტები გურიაში, მათთანაც აუცლებლად ჩავალ. ასევე, С ჰეპატიტის ღონისძიება, რომელიც თბილისში ტრადიციულად გაიმართება და ამ ღონისძიებაზეც აუცილებლად ვიქნები. ასევე, მნიშვნელოვანია ისც, რომ UNDP-თან ერთად ვგეგმავთ სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების სტრატეგიას და, სავარაუდოდ, თვის დასასრულს შემაჯამებელ პრეზენტაციას გავმართავთ“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.