მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა რისკის დაზღვევა განახევრებულ ფასად - ავტო ოპტიმუმი ალდაგისგან

5ebbcdd0c131f
BM.GE
13.05.20 14:34
1598
ალდაგში მანქანის დაზღვევა ნახევარ ფასადაა შესაძლებელი. ავტო ოპტიმუმი, ეს არის ალდაგის ახალი პროდუქტი, რომელიც საშუალებას იძლევა ავტომობილი განახევრებულ ფასად ყველა რისკისგან დააზღვიო.

ავტო ოპტიმუმი მანქანის მძღოლებს ისეთი რისკებისგან აზღვევს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები, სეტყვა, მიწისძვრა, საგნების ვარდნა, გარეგანი დაზიანება, აქსესუარების დაზიანება.

ავტო ოპტიმუმი იდეალურია მათთვის, ვისაც ავტომობილის დაზღვევა მსხვილი ხარჯებისგან უნდა. ზიანის შემთხვევაში, გათვალისწინებულია დაზღვეულის თანამონაწილეობა 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 ლარის ზემოთ ხარჯებს, რა მოცულობისაც არ უნდა იყოს, ალდაგი აანაზღაურებს.

ავტო ოპტიმუმის პაკეტში მომხმარებელს შეუძლია დამატებით შეიძინოს მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევაც. ე.წ. მპპდ, რომელიც იმ ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს, რომელიც დაზღვეულმა სხვას მიაყენა. მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა უფრანშიზოა, ანუ სრულად ანაზღაურდება ალდაგის მიერ.

“ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დღევანდელი საჭიროებებისა და მოლოდინების შესაბამისი პროდუქტები შევთავაზოთ. ვფიქრობთ, რომ განახევრებული ფასით, თანამონაწილეობის მოქნილი პირობითა და პროდუქტის დისტანციურად შეძენის შესაძლებლობით, საგრძნობლად გავამარტივებთ მომხმარებლის სურვილს - დააზღვიოს მანქანა და აირიდოს თავიდან ისეთი ფინანსური ხარჯები, რომელსაც ის დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება,” - აცხადებენ ალდაგში.

ავტო ოპტიმუმის ყოველთვიური პრემია გამოითვლება ინდივიდუალურად, მანქანის მოდელიდან გამომდინარე და შერჩეული ტარიფი დაზღვეულს მთელი წლით უცვლელად შეუნარჩუნდება.

რაც მთავარია, ავტო ოპტიმუმის შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად - ლინკზე