მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა სასტუმრო რთულ მდგომარეობაშია, ჯავშნები თითქმის სრულად უქმდება - "გალერი პალასი"

5e5e171cd00a7
ინგა მურუსიძე
03.03.20 13:50
1270
სასტუმრო "გალერი პალასის" გენერალური მენეჯერის თამარ სიხარულიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სასტუმროში თითქმის ყველა ჯავშანი გაუქმდა.

როგორც სიხარულიძემ bm.ge-ს განუცხადა, გასულ წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა ისედაც შემცირებული იყო, თუმცა ვირუსის გავრცელების შემდგომ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა.

"ვირუსის გავრცელების შემდეგ ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენს სასტუმროში და ასეთივე მდგომარეობაა სხვა სასტუმროებშიც. ჩვენს სასტუმროს საკმაოდ კარგი ჯავშნები ჰქონდა მარტის თვიდან. როგორც კი საქართველოში პირველი შემთხვევა დადასტურდა, იმ დღიდან დაიწყო ინტენსიური გაუქმება. სამწუხაროდ, ახალი ჯავშნები არ შემოდის. ვცდილობთ გადავუწიოთ მომდევნო თვეებში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვისაც უკვე წინასწარ აქვს გადახდილი თანხები, ითხოვს თანხების უკან დაბრუნებას. ეს კი სასტუმროსთვის ძალიან რთულია ამ მდგომარეობაში. ჯავშნები გვქონდა ისრაელიდან, იტალიის ერთი ჯგუფი გვყავდა, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც უკვე არის დაფიქსირებული ეს ვირუსი, მაგრამ ისრაელის შემთხვევაში ტურისტულ კომპანიასთან გვქონდა საუბარი და გვითხრეს, რომ პრობლემა არ აქვთ, თუმცა უთხრეს, რომ არ დატოვონ საზღვრები", - განაცხადა სიხარულიძემ.