10.აგვისტო .2020 17:18

„ყველა სასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან ვამყარებთ კომუნიკაციას"

views 305
უკან

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სვანეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა:

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვანეთში განთავსების ობიექტებთან, სასტუმროებთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანიამაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ სვანეთში შიდატურისტული მიზნით მყოფი მოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებთ ყველას დარჩნენ იმ სასტუმროებში სადაც ისინი არიან განთავსებულები. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეთ უშუალოდ იმ სასტუმროს წარმომადგენლებთან ვისთანაც სტუმრად არიან და ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144.“

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

„თითოეულ ადამიანთან დამყარდება კომუნიკაცია, რომ სვანეთში, ადგილზე გაიარონ კარანტინი ან მოხდეს მოქალაქეებისორგანიზებული გადაყვანა სხვა რეგიონებში, სადაც ჩვენ საკარანტინო სივრცეები გვაქვს მოწყობილი.

საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო მთელ მსოფლიოში, რომელმაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის დროულად მოახდინა რეგულაციების შემოღება სანიტარული ნორმების დასაცავად.

ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმალური მხარდაჭერით ყველა პროტოკოლი გვაქვს შემუშავებული ტურიზმის სექტორისთვის, რათა ვირუსის გავრცელების რისკი იყოს მინიმალური. ეს ეხება როგორც განთავსების ობიექტებს, ასევე კვების ობიექტებს.

ნაადრევია საუბარი, რომ ამას შეიძლება გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს კურორტზე. მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.“

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში ტურიზმის გახსნა ეტაპობრივად ხდება.

„ტურიზმის თანმიმდევრული და ფრთხილი გახსნა საქართველოს მთავრობის გეგმისნაწილია, სწორედ ამიტომ ხდება ეტაპობრივად ქვეყნების შერჩევა და რეისების ეტაპობრივიაღდგენა, რომ ჩვენ კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან ერთად ვისწვალოთ დაკიდევ უფრო გავამყაროთ ამ პროცესებისმართვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შიდატურიზმისთვის და უშუალოდ სვანეთისთვის, რომ ეს პროცესი არ იყოს მტკივნეული და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივიაცია, რომ უსაფრთხოდ იმოგზაურონ. “-განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა