მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია” - საელჩო პომპეოს და სამოქალაქო სექტორის შეხვედრაზე

5fb4e287c84d5
თელარა გელანტია
18.11.20 12:58
895
სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა, - ამ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს Facebook-გვერდზე წერია, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში, თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა, მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

საელჩოს ინფორმაციითვე, შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი სრულდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისს უახლოეს საათებში დატოვებს.