მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა შეზღუდვა, რომლებსაც EU ბელარუსს უწესებს

6228fb57a0d1c
თელარა გელანტია
09.03.22 23:06
1603
ევროკავშირი თანახმაა, რუსეთსა და ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების მასშტაბის გაფართოებაზე - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თანახმად, ევროკომისია მიესალმება წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას უკრაინაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შემდგომი მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე და სამხედრო აგრესიაში ბელარუსის ჩართულობის საპასუხოდ.

ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები ითვალისწინებს რუსეთის რეჟიმის მსგავსად მის SWIFT სისტემიდან გათიშვას, განმარტავს, რომ კრიპტოაქტივები „მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების“ კატეგორიას ექვემდებარება და კიდევ უფრო აფართოებს არსებულ ფინანსურ შეზღუდვებს ისეთივე სანქციებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო დაწესებული.
კერძოდ, შეთანხმებული ზომებია:

• შეუზღუდავს SWIFT სისტემაზე წვდომას ბელაგროპრომბანკს, დაბრბიტ ბანკს, ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს, ისევე როგორც მათ ბელარუსულ შვილობილ კომპანიებს.

• აკრძალავს ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს, რომლებიც რეზერვების ან აქტივების მართვასთან და ბელარუსში ვაჭრობისა და ინვესტიციების სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული.

• 2022 წლის 12 აპრილიდან აკრძალავს ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სუბიექტების აქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის სავაჭრო პლატფორმებზე ლისტინგს (რეგისტრაციას) და მომსახურებას.

• მნიშვნელოვნად შეზღუდავს ბელარუსიდან ევროკავშირში ფინანსურ შემოდინებას, რადგან აიკრძალება ბელარუსის მოქალაქეების ან რეზიდენტებისგან 100,000 ევროზე მაღალი თანხის ოდენობის დეპოზიტების მიღება და ბელარუსის მოქალაქე კლიენტების ანგარიშების შენახვა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების მიერ, ასევე ევროში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბელარუსის მოქალაქე კლიენტებისთვის მიყიდვა.

• აიკრძალება ბელარუსისთვის ევროს ნომინალის ბანკნოტების მიწოდება.

"ეს ცვლილებები რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებიღ ევროკავშირის სანქციების მეტ თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მათ კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რომ შეუძლებელი იყოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, მათ შორის ბელარუსის ჩართულობის საშუალებით", - მიაჩნიათ EU-ში.