მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა თავს იკავებს ხარჯვისგან...ასე თუ გაგრძელდა სესხს ვერ გადავიხდით” - რესტორანი აჭარაში

5f2fa97f2907d
თათია ჩაფიჩაძე
09.08.20 13:00
1458
"ადგილობრივების მხარჯველუნარიანობა ძალიან დაბალია"- რესტორანი "მეგრულ-ლაზურის" დირექტორის თქმით, აჭარაში მდებარე კვების ობიექტებში მომხმარებლების სიმცირეა.

ლევან ხაბურზანია bm.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები არ გაიხსნა სექტემბრიდან სესხის გადახდას ვერ მოახერხებს.

"უცხოელი ტურისტის არარსებობის და რეგულაციების გათვალისწინებით რთულია სეზონის გატანა. შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო. თბილისიდან კი ჩამოვიდნენ აგვისტოში დამსვენებლები, მაგრამ რამდენი არიან განა? იმდენი რესტორანია ბათუმში. ადგილობრივების მხარჯველუნარიანობა ნაკლებია. ვინც უცხოეთში დადიოდნენ, ისინი ჩამოვიდნენ, მაგრამ მეორე ეტაპის ყველას ეშინია და ყველა თავს იკავებს ხარჯვისგან. რა მოლოდინიც გვქონდა ისიც არ არის, მითუმეტეს ჩვენთან ძირითადად ტურისტები დადიოდნენ.

მთავრობისგან არაფერი არ მინდა საზღვრები გახსნის გარდა. იპოთეკური სესხი გვქონდა და ის გადაგვივადეს, მარტო პროცენტს ვიხდით, სექტემბრიდან უნდა დავიწყოთ და ასე თუ გაგრძელდა ვერ გავწვდებით”,- განაცხადა ლევან ხაბურზანიამ.