მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ვთანხმდებით, რომ საპროცენტო განაკვეთი მაღალია - კაკაურიძე საპენსიო სესხზე

60740573f2598
ინგა მურუსიძე
12.04.21 12:44
1746
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ოპოზიციონერი დეპუტატების ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის მიერ დაყენებულ საკითხს განიხილავენ, რაც საპენსიო სესხის მაღალ საპროცენტო განაკვეთს ეხება.

როგორც კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განმარტა, საპროცენტო განაკვეთი ცალსახად მაღალია, თუმცა საინტერესოა ბანკის პოზიციის მოსმენა, თუ რატომ არის ასე.

„ყველა ვთანხმდებით, რომ 30 და კიდევ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი მაღალია, ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ პენსიონერებზე. 5 ათას ლარამდე სხვა მოქალაქეების სესხების საპროცენტო განაკვეთებსაც იგივე მაჩვენებლები აქვს.

უმჯობესია, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი იყოს, მათ შორის არა მხოლოდ პენსიონერების, არამედ ზოგადად, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სესხი, ეს შედარებით მაღალრისკიანია, არ არის უზრუნველყოფილი, ამიტომ ალბათ, პირველ რიგში, ბანკის პოზიცია უნდა გავიგოთ, თუ რისგან შედგება ეს საპროცენტო განაკვეთი და რატომ არის ის ისეთი, რაც დღეს არის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.