მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად აღვასრულებთ ამ შეზღუდვებს, ეს მეც მაწუხებს - პრემიერი

5fbf8fdb3c20d
სალომე მეცხვარიშვილი
26.11.20 15:19
395
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის მიერ დღეს გაცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება და ამას მთავრობა აცნობიერებს. მისი განმარტებით, მთავრობა ელოდება, რომ შეზღუდვები ეკონომიკაზე მხოლოდ -0.7%-0.8%-ით აისახება.

თუმცა, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ აღსრულდება დაწესებული შეზღუდვები.

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღვასრულებთ ჩვენ ამას. ეს მეც მაწუხებს: მაგალითად, დღეს ბევრი შეზღუდვა გვაქვს, რომლის აღსრულების გაკონტროლების პრობლემა გვაქვს. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო, ეს იქნება შსს თუ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები, იქნება უმკაცრესი, თუ ორგანიზაციების და ბიზნესების მხრიდან ამ წესების არდაცვაზე იქნება საუბარი. სხვა გამსოავალი არ გვაქვს. სხვანაირად ბევრად დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს”,- აცხადებს გიორგი გახარია.

ყველა შეზღუდვა, რომელიც მთავრობამ დააწესა.