მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი გამოსწორებადია" - ჭყონია EuCham-ის კვლევაში საქართველოს დაქვეითებაზე

5e43f437822fc
ინგა მურუსიძე
12.02.20 16:54
1495
"ხდება ხოლმე, არ არის ეს ტრაგედია, ყველაფერი გამოსწორებადია", - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის“ კვლევაში საქართველოს მე-18 ადგილზე ჩამოქვეითებას.

„სულ ერთ ადგილას არც ერთი ქვეყანა არ არის, მერე რა. ყველაფერი გამოსწორებადია. საქართველოს ისეთი მდიდარი რესურსი აქვს, რომ შეუძლია უმდიდრესი ქვეყანა გახდეს. მთელი პრობლემა არის ის, რომ ყველაფერი გადაგვაქვს პოლიტიკურ ჭრილში. ბიზნესმენებს არაფერი სჭირდებათ, სასამართლო უნდა იყოს და დამთავრდება ყველაფერი, კანონებსაც მოერგებიან, ქვეყანასაც მოერგებიან, ფულსაც დააბანდებენ და მთავარია, ხალხმა იცოდეს, რომ ნებისმიერი ბიზნესის განვითარება და ინვესტორის ჩამოსვლა არის იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს და არა პირადი კეთილდღეობისთვის. ბიზნესის წარმოება არ არის იოლი თემა“, - განაცხადა ჭყონიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე - აწყდება თუ არა ის ბიუროკრატიულ ბარიერებს, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ "ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე არც ერთი ქვეყანა არ არსებობს". 

„მე მაგრად ვაწყდები ბიუროკრატიულ ბარიერებს, რადგან ჩვენი პროექტები არის ძალიან ძლიერი, შესაძლებელია გვქონდეს ბიუროკრატიული თემა გადასალახი. მაგალითად, ახლა "მაკდონალდსის" ორი რესტორანი უნდა ავაშენოთ; 18 რესტორნის ბრუნვის შედეგად ბიუჯეტში უნდა გადავიხადოთ დაახლოებით 25 მლნ ლარი. მე შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ „ჰორეკას“ ჯგუფიდან საქართველოს ბიუჯეტში 25 მილიონს ვერავინ ვერ იხდის. აეროპორტის გზაზე ვაშენებთ კიდევ ერთ რესტორანს. ტურისტული სეზონი მოდის, დავცხებთ ახლა დაფდაფებს და ავაშენებთ რესტორანს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.