ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო.
„მინდა, ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მეგობრებს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასეთივე ისტორიული გადაწყვეტილება იყო შარშან, 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. ეს არის ხმამაღალი აღიარება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებისა, და ამავე დროს, ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისი.
ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შარშან გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო მყისიერად. პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი სამუშაო, შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება იყოს შესრულებული პირნათლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ 12 პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო.
"მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას.
ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები”, - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი