17.აგვისტო .2022 17:16

ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში - "კარფური" და Mastercard-ი „ერთად ბავშვებისთვის“.

ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში - "კარფური" და Mastercard-ი „ერთად ბავშვებისთვის“.
views 534
უკან

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს უმზადებს მომხმარებლებს.

17 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ - ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

გარდა განსაკუთრებული შეთავაზებებისა, კომპანია „კარფურისა“ და Mastercard-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში - “ერთად ბავშვებისთვის“, Mastercard-ით გადახდისას თანხის 1% განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება.


„კარფური“ სასკოლო კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს სახალისო აქტივობასაც სთავაზობს - დახატე შენი სკოლა, მოიტანე ნებისმიერ ჰიპერმარკეტში (თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) და მიიღე სასკოლო ნივთები საჩუქრად.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებული და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

R

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა