მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ენერგოპოლიტიკის საკითხი მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს“ - თურნავა

6075f147d1c43
თამთა ჯიჯავაძე
13.04.21 23:29
913
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ენერგოპოლიტიკის საკითხი მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში ჰესების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს წყლის რესურსი და ის „ყაირათიანად უნდა გამოვიყენოთ“.

„წარმოგიდგენიათ რომ პირობითად 50 წლის წინ არ აშენებულიყო „ენგურჰესი“? „ენგურჰესი“ დღეს არის თვალსაჩინო ობიექტი, რომელიც ქვეყანას ადგილობრივი ენერგიის წყაროს 2/3-ით უზრუნველყოფს. აქეიდან გამომდინარე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში არ დავდგეთ ისეთი პრობლემის წინაშე, როდესაც ჩვენი ენერგოპოლიტიკის საკითხები წყდება ჩვენს რომელიმე მეზობელ ქვეყანაში. ყველა ქვეყანა პირველ რიგში ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით და არა საქართველოს ინტერესებით“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, „ნამახვანიჰესი“ არის არაუბრალოდ მნიშვნელოვანი და წონადი პროექტი, არამედ ერთ-ერთი პატრიოტული პროექტი, რომლის ბოლომდე მიყვანაც აუცილებელია.