ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ქვეყნის ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს რიკოთზე იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
„ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორი, საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით აერთებს ევროპას ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, გლობალური საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ესაა პროექტი, სადაც დასაქმებულია 5 000 ადგილობრივი მოსახლე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს, ისწავლოს და დამატებითი კომპეტენცია შეიძინოს, რომელსაც შემდეგ მოახმარს ქართულ სამშენებლო კომპანიებს. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ესაა უაღრესად შთამბეჭდავი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს. მაღალი მობილობა - ეს არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება,“- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების პირობებში ქვეყანაში დამატებითი კომპეტენცია დარჩება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მასშტაბური პროექტები ქართულმა კომპანიებმა აითვისონ.
„დღეს, ეს მონაკვეთი წარმოადგენს დაახლოებთ 96 გვირაბს და 54 ხიდს. ეს ნიშნავს, რომ ეს მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი იქნება ძირითადად ინჟინერული გზა, რომლის უდიდესი მნიშვნელობა არის, რომ ჩვენ, ამ პროექტის განხორციელების პირობებში, დამატებითი კომპეტენცია დავტოვოთ ქვეყანაში, რათა მომავალში, როდესაც ქვეყანა მზად იქნება მსგავსი პროექტებისთვის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დახარჯოს, ეს პროექტები შეასრულონ ქართულად კომპანიებმა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის შემდგომ, დამატებით, უნდა დავიწყოთ ამ პროექტის გაგრძელება წითელ ხიდამდე, უნდა იყოს მცხეთა-ლარსის დამაკავშირებელი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროექტების ათვისება შეძლონ ქართულმა კომპანიებმა,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება