მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წალენჯიხელებმა თანამედროვე მიდგომებით განავითარონ სოფლის მეურნეობა - ხაზარაძე

62f8c2572862e
BM.GE
14.08.22 14:00
1050
"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და EECMD-ის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ თბილისში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს "ვაგენინგენის" მოწვეულ ექსპერტებთან.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის "ვაგენინგენის" პროფესორები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წალენჯიხაში სამუშაოებს იწყებენ.

დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა დარგის პროფესორ-ექსპერტებთან და დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები.

"ჰოლანდიელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებით, წალენჯიხაში განხორციელდება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვის და ადგილობრივი მწარმოებლების ევროპულ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობის პროექტი, ეს იქნება დიდი ბიძგი როგორც წალენჯიხისთვის ასევე მთელი რაიონისთვის. სოფლის მეურნეობას უდიდესი პოტენციალი აქვს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წალენჯიხელებმა თანამედროვე ხედვებით და მიდგომებით განავითარონ ეს დარგი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ "ვაგენინგენის უნივერსიტეტი" ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სექტორის წარმატების მთავარი სტიმულატორია. ნიდერლანდები მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორია აშშ-ს შემდეგ, დაახლოებით 100 მილიარდი ევროს პროდუქტების ექსპორტით.