მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს ვაკეთებთ ღვინის ბაზრის დივერსიფიცირების ხელშეწყობისთვის - მინისტრი

625d3bdba786a
მარიამ ვარადაშვილი
18.04.22 15:39
760

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამბობს, რომ სახელმწიფო ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ყველაფერს აკეთებს. ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მოუწოდებს თუ არა მთავრობა ბიზნესს თავი დააღწიონ რუსულ ბაზარს. 

როგორც მინისტრი ამბობს, 2013 წლის შემდეგ ღვინის მთლიანი ექსპორტის 80% რუსეთზე მოდიოდა, რაც რაც მთავრობის დამსახურებით ახლა 57%-მდე არის შემცირებული.

“80 პროცენტიანი დამოკიდებულება გვქონდა ღვინის ექსპორტის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ეს რიცხვი შემცირდა 57 პროცენტამდე; ეს არის იმ პოლიტიკის და იმ ღონისძიებების დამსახურება, რასაც სახელმწიფო აკეთებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეწარმეებთან ერთად. ჩვენ, წლების განმავლობაში, ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ვახორციელებთ შესაბამის პროექტებს, რომელშიც ჩართულია ღვინის ეროვნული სააგენტო. ყოველწლიურად, დაახლოებით, 10-12 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ ვაფინანსებთ სხვადასხვა ღონისძიებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - დეგუსტაციების სახით, გამოფენების სახით;

გარდა ამისა, ჩვენ შარშან შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას გულისხმობს ჩვენი მეწარმეებისთვის. ეს არის დამატებითი შეთავაზება მეწარმეებისთვის, რომ მათ მარკეტინგული ხარჯები ღვინის პოპულარიზაციისთვის თვითონ გაიღონ იმ კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც ინტერესი აქვთ. ჩვენ მათ დავუფინანსებთ გაწეულ ხარჯებს, თუ, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც დადგენილებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მხარდაჭერაა ჩვენი მეწარმეებისთვის, რომ მათ შეძლონ სხვადასხვა ბაზრის ათვისება.

მეღვინეებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. ვეხმარებით როგორც ღვინის პოპულარიზაციის პროგრამით და ამაზე მნიშვნელოვანი თანხები მიერმართება, ასევე შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც უშუალოდ მეწარმეებს საკუთარი მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში დაეხმარება.

რა თქმა უნდა, ვეხმარებით სხვა საშუალებებითაც, რაც გაგვაჩნია სხვადასხვა ქვეყნებთან ჩვენი საელჩოების დახმარებით და ა.შ. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეწარმეებს ბაზრების დივერსიფიცირებაში მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ”,-ამბობს შამუგია.