მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს ვაკეთებთ კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად - ღარიბაშვილი

6129037e981dd
თელარა გელანტია
27.08.21 20:30
657
"სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიატრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.

“ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე.

შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი.

არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!”, -ამბობს ღარიბაშვილი.