მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფრის დასრულების შემდეგ საკარანტინე სასტუმროების დეზინფექცია მოხდება - მინისტრი

5e79d4cd8a3d5
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 14:06
928
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საკარანტინე სივრცედ გადაქცეულ სასტუმროებში არსებულ მდგომარებაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კარანტინის პერიოდში ხდება ამ სასტუმროების დეზინფიცირება და საკარანტინე პერიოდის დასრულების შემდეგაც დადეზინფიცირდება ყველა სასტუმრო.

"მთლიანობაში რამდენი კერძო სასტუმროა გადაკეთებული ე.წ. საკარანტინე სივრცედ და კორონავირუსის გადავლის შემდეგ რამდენად აპირებს სახელმწიფო მათი თანადგომისთვის გარკვეული მექანიზმების შემუშავებას?", - იკითხა ჟურნალისტმა, რაზეც მინისტრმა შემდეგ პასუხი გასცა:

„ზუსტი სტატისტიკა ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვთხოვეთ და გამოვაქვეყნებთ. დაახლოებით, 50-მდე სასტუმროა დღეის მონაცემებით ამ პროგრამაში ჩართული და ეს მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, იზრდება და იცვლება. ეს ხდება სასტუმროებთან ურთიერთშეთანხმებით. ისინი ძალიან კარგად გვეთანამშრომლებიან და მადლობა მინდა მოვახსენო. ყველა წესი არის მკაცრად დაცული, ხდება ხშირი დეზინფექცია და რა თქმა უნდა, როდესაც დამთავრდება კარანტინის პერიოდი სრული დეზინფექცია ამ სასტუმროების მოხდება. აქედან გამომდინარე, რისკი დასნებოვნების არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში რომ დაგვეტოვებინა ფუნქციონირების, იმიტომ რომ დაკვირვებაა ყოველდღიური იმ ადამიანებზე, ვინც გადის კარანტინს. საბედნიეროდ, მათი უდიდესი უმრავლესობა ჯანმრთელი ადამიანები არიან და შემდეგ ჩვეულებრივად ტოვებენ სასტუმროს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.