მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია - პრეზიდენტი

62ac94771a3f6
BM.GE
17.06.22 18:46
1261
„ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. ის ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულებაზე თანაბრად პასუხისმგებელია როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია. ზურაბიშვილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

"რა უნდა გავაკეთოთ, ეს სია მოცემულია. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ეს არის ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა. დაანებონ თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში, რომელიც არ წაადგება ამ ქვეყანას და შეუდგნენ აქ მუშაობას, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გააკეთონ ის, რაც არის გასაკეთებელი.

არაჩვეულებრივი იდეა, რაც მქონდა და რაც ეხება ამ სტატუსის მიღწევას - უნდა შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იქნება მიძღვნილი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ წარმატებულად 2022 წლის ბოლომდე. მგონია, კონსტრუქციული ოპოზიცია რომ იყოს სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან კარგი გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მთავრობაში კომენტარები დღეს უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან, თუ გვინდა ევროპულობა.

თუ ეს შეიქმნა,  იქნება პოლიტიკურად სწორი სვლა, იმიტომ რომ გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რომ მივიდეთ იმ შედეგამდე, რაც უნდა იყოს ჩვენი წარმატება 2022 წლის ბოლოს. ამიტომ არც იმედგაცრუება, ცოტა გაბრაზება კი... რაც შეიძლება უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ მივაღწიოთ შედეგს. საქმის დრო არის და საქმე აღარ ითმენს,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.