მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველანი კარგად ვხედავთ, რა ხდება რეგიონის ქვეყნებში - გიორგი გახარია

5ed4c10a0bba9
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.20 12:54
1028
ყველანი კარგად ვხედავთ, რა ხდება რეგიონის ქვეყნებში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვირუსთან ბრძოლისა და მასთან ადაპტაციისთვის მთავრობის გეგმაზე შესრულებისას საქართველოს პოტენციალის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარია, მოსახლეობამ დაიცვას წესები, რათა ქვეყანამ ეკონომიკის ამოქმედება შეძლოს.

„ის გეგმები, რომელიც მთავრობას გააჩნია - ტურიზმის გახსნის, ეკონომიკის გახსნის, ყველაფერი გაკეთდება უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად. სხვანაირად რისკის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები, ეს არის აუციელებლი იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, განსაკუთრებით რეგიონში. რეგიონს რომ შევხედოტ, ყველანი კარგად ვხედავთ, რა ხდება.

ამიტომ, ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი - დავიცვათ წესები: პირველი - ვატაროთ ნიღბები; მეორე - ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური, განხორციელდეს. ეს გეგმა გახლავთ შემდეგი: ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფად სოციუმში დაბრუნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაივლის ვირუსთან ადაპტაციას და აამოქმედებს ეკონომიკას და ტურიზმს.

„მერწმუნეთ, ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო - პატარა ქვეყანა შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება იმისთვის რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.