ყველანი ერთად უნდა დავბრუნდეთ აგვისტოში - ასე ახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, თუ რა მიზანი აქვს მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მისი განმარტებით, არავის აქვს მოლოდინი, რომ დაწესებული შეზღუდვები ვირუსის გავრცელებას სრულად შეაჩერებს, თუმცა, პრემიერი ამბობს, რომ მთავარია, საქართველო დაუბრუნდეს აგვისტოს მაჩვენებლებს, როცა ინფიცირებულების რაოდენობა მცირე იყო, საქართველო კი ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად ითვლებოდა ვირუსის მართვის კუთხით.
“არავინ ამბობს, რომ ამ ორთვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, ამ გეგმით შედარებით უნდა დავბრუნდეთ იმ მაჩვენებლებს, როგორზეც ვიყავით აგვისტოში, როცა საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა იყო პანდემიის მართვის კუთხით. ყველანი ერთად, ხელისუფლებაც, მოსახლეობაც, ბიზნესიც უნდა დავბრუნდეთ აგვისტოში, რადგან ეს ამ ქვეყნის მომავალია. ეს არის პოტენციალი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის. ეს ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესებშია”,- აცხადებს გიორგი გახარია.
მისი თქმით, აგვისტოში ქვეყანა კარგად ართმევდა თავს ვირუსის მართვას, თუმცა საარჩევნო პროცესების გამო მთავრობა გარკვეულ კომპრომისებზე წავიდა.
მიუხედავად იმისა, გახარია ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა გადადებულიყო და ეს დაადასტურა მოსახლეობის აქტივობამაც, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.
“არავინ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო შევინარჩუნებდით იმ რიცხვებს, რაც გვქონდა აგვისტოში”,- აცხადებს პრემიერი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა