მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველას მკურნალობს და ყურადღებას აქცევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა - ირაკლი ღარიბაშვილი

613b48f9d7af0
BM.GE
10.09.21 16:00
574
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასევე გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვა; კოვიდ-პანდემიაა, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ეს პერიოდი მშვიდობიანად უნდა გადავატაროთ, ჩვენ გვესმის, რომ პროცესს უნდა მართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის დარჩენილი სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე.

„ყველას მკურნალობს და ყურადღებას აქცევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს მართლაც ძალიან გმირული შრომა გასწიეს მათ და ეწევიან ახლაც. ჩვენი ვარაუდით, ვუსმენთ რა ეპიდემიოლოგებს, ექსპერტებს და მეცნიერებს, სიტუაცია უკვე სტაბილურდება, დამშვიდებისკენ მიდის, საჭიროა სექტემბრის ბოლომდე ვაქცინაცია ჩაიტაროს ყველა მოქალაქემ, დაიცვას საკუთარი თავი, მშობლები, ახლობლები და ნათესავები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია.

სექტემბრის ბოლოს, ჩვენი დიდი ვარაუდით და ასეთი დავალება მაქვს მიცემული, რომ კარგი იქნებოდა, სასურველი იქნებოდა 2 მილიონი აცრის ჩატარება. დაახლოებით მილიონი ადამიანი იქნება აცრილი ქვეყანაში. მილიონს, თუ მეტს არა, უკვე გადატანილი აქვს კოვიდი და საბოლოო ჯამში სიტუაცია დამშვიდდება. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ტურიზმი არ გავაჩერეთ, ტურიზმის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. გვაქვს უპრეცედენტო, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, სეზონი არ ჩავარდა, როგორც მთაში, ასევე ზღვისპირა კურორტებზე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ეს ყველაფერი გადის ვაქცინაციაზე, ვიმეორებ, ეს არის რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი, მაგრამ კარგად უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ბევრმა ქვეყანამ საბოლოო ავტორიზაცია მისცა უკვე ვაქცინას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.