მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ - „მელაძის“ კომპანიის დამფუძნებელი მიმართვას ავრცელებს

636ca6add9d41
ინგა მურუსიძე
10.11.22 11:25
2158
ავეჯის დამზადების კომპანია მელაძის დამფუძნებელი ვაჟა მელაძე, რომელზეც პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც ის ამბობს, ყველას, ვინც მის წინააღმდეგ კამპანიაშია ჩართული, შესაბამის პასუხს გასცემს. მიმართვას bm.ge უცვლელად გთავაზობთ: 

„ძებნაში ვარ ოფიციალურად, მგონი, ბევრი დაბნეულია ამ ფაქტით, ცოტა მეც დაბნეული ვარ, მაგრამ ვეგუები. დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება დაიკიდეს, ჩემს შვილთან ბედნიერი წუთებიც წამართვეს, რიჟიკაც შემარქვეს ზოგ ეთერში, მაგრამ არაუშავს.

გპირდებით, ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ, გჯეროდეთ თითოეული გარეული პირი ჩემს ანტი-კამპანიაში და ყალბი ბრალდების შედგენაში მონაწილე დაისჯებით, თქვენთვის ყველა ნაცნობი საშუალებით, ამის პირობას გაძლევთ და ვინც მიცნობს იცის, რომ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.

შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ ყველაზე საშიში მაშინ ვიქნები, მიწასთან გასწორებულს რომ დამინახავთ.

თუმცაღა, მიხარია, რომ ჩემი სიტყვის თქმა მოვასწარი ზოგი ისე გაისტუმრეთ იმ ქვეყნად, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს, რამდენი ახალგაზრდა შეიწირა თქვენმა ბინძურმა სისტემამ, ათასობით, მაგრამ მოვა დრო და მოვა ჩემი თაობა თქვენს საფლავს ზედაც არ დავაფურთხებთ, თქვენ იქნებით ყველაზე მივიწყებული, ბნელი საქართველოს სიმბოლოები.

საზოგადოების აზრის ცვლილებებისთვის მთავრობის ტელევიზიები ძლიერ ცდილობდნენ თავი გამოიდონ და სახალხო სკანდალად მაქციეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ხალხს მაინც ვერ შეაყრით თვალებში ნაცარს, ფაქტები ჩემს გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი, ამიტომ თქვენს ბედს ვერ დაემალებით.

როცა წყალი იმატებს თევზები ჭამენ ჭიანჭველებს, როცა წყალი იკლებს - ჭიანჭველები თევზებს, ეს გახსოვდეთ“, - წერს მელაძის კომპანიის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მელაძესა და მის ცოლზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება 0.7 მლნ - მდე ლარს, და დაზარალებულია 47 მოქალაქე.