22.ივნისი .2022 15:31

ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში - ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში - ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე
views 917
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნანატრს” უწოდებს 17 ივნისს ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე უარი ეთქვა, თუმცა ქვეყანას “ევროპული პერსპექტივა” გაეხსნა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ “ეს ჩანაწერი მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ”.

განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ჩანაწერi მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება.

“მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს ჩანაწერი მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ და მინდა, რომ ეს დეტალურად განვუმარტო ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა