03.სექტემბერი .2019 15:53

ყველაზე დიდი ბრუნვა ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება

views 235
უკან

2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 39.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 22.5 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 10.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 7.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.9 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.1 პროცენტი) და მშენებლობა (18.0 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.7 პროცენტიანი წილი უჭირავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა