მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გვაქვს, ეს თხილის წარმოებაა - რევაზ ვაშაკიძე

5f6466680148c
ლიკა გურაბანიძე
19.09.20 09:40
1030

„ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გვაქვს ეს თხილის წარმოებაა და ის კიდევ უფრო მეტად განვითარდება,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა BMGDRIVE-ში ისაუბრა.

„ჩირინას“ დამფუძნებლის თქმით, სწორედ ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ სამი სექტორის: ყურძნის, მანდარინის და ჩაის სუბსიდირებას ვახდენთ.

„ეს არის პროცესი, როდესაც მომაკვდავ ადამიანს ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ. მათ მაინც არაფერი ეშველებათ. რაღაც მომენტში, რომელიღაც მთავობა მათ დაფინანსებას საერთოდ შეწყვეტს.

სახელმწიფოს მხრიდან იმ დარგების დაფინასნება უნდა მოხდეს, რაც ქვეყნისთვუს საჭიროა. მაგალითად, ხორბლის წარმოება, რადგან ჩვენ მას რუსეთისგან ვყიდულობთ, კარტოფილი, ლობიო, სოიო და სხვა. საქართველო უნიკალური ადგილია, სადაც ამ პროდუქტების წარმოებისთვის იდეალური პირობებია“ - აღნიშნა ვაშაკიძემ.