მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი მოთხოვნა ევროს იპოთეკების რესტრუქტურიზაციაზეა - კობა გვენეტაძე

601a81e46510b
BM.GE
03.02.21 18:05
1316
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხების რესტრუქტირიზების, ანუ საკრედიტო პირობების შეცვლის შესახებ ყველაზე მეტ განაცხადებს ბანკები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე იღებენ. მათ შორის კი პირველ ადგილზე ევროს იპოთეკური სესხებია, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც კურსის გაუფასურებამდე აიღეს ევროს სესხები ახლა მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ. მისი თქმით, თუკი 2018 წელს ეს სესხები დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო იყო მიმზიდველი, პანდემიური კრიზისის ფონზე კი მსესხებლები მათი პირობების შეცვლას ცდილობენ.

"რესტრუქტურიზებული სესხების ოდენობა 2020 წლის თევერვალში არსებული 3.7%-დან 8.8%-მდე გაიზარდა.

პრობლემა უმეტესწილად ექმნებათ სესხებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში არის გაცემული. თუ გადავხედავთ სიას რესტრუქტურიზებული სესხების, აქ ყველაზე მაღალი წილი რესტრუქტურიზაციების მოდის ევროს სესხებზე. მოგეხსენებათ იყო პერიოდი, როდესაც დაბალი საპროცენტო განაკვეთი იყო ევროს იპოთეკურ სესხებზე და აქედან გამომდინარე საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. ჩვენ მაშინ გავაკეთეთ მომხმარებლების გაფრთხილება, რომ არ მომხდარიყო სავალუტო რისკების გაუთვალისწინებლობა ამ სესხების აღებისას მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს დაბალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა განსაკუთრებით იპოთეკებს. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა მათ რესტრუქტურიზებაზეა და გაზრდილი არის მოთხოვნები 21%-ით.

ამის შემდეგ მოდის დოლარში რესტრუქტურებული სესხები და გაცილებით დაბალი, 8% ეს არის მოთხოვნები ლარის სესხების რესტრუქტურიზაციაზე. ეს აჩვენებს, რომ მიზანშეწონილია ვალის იმ ვალუტაში აღება, რომელშიც შემოსავალი გაქვთ.

თუ შევხედავთ უმოქმედო სესხებს, აქ ზრდის ყველაზე მაღალი რაოდენობა არის დოლარის სესხებში, შემდეგ ევროს სესხებში, ხოლო ყველაზე დაბალი ზრდა კი ლარის სესხებშია,"- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.